LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენმა 430 მილიარდი დოლარის მოცულობის კანონპროექტს ხელი მოაწერა – რას გულისხმობს ე.წ. ინფლაციის შემცირების აქტი

266
p[]-=

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 430 მილიარდი დოლარის მოცულობის კანონპროექტს ჯანდაცვის, კლიმატისა და საგადასახადო საკითხებზე,  რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას, ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის.

ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ინფლაციის შემცირების აქტი“ არის „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი აშშ-ის ისტორიაში, რომლის მიღებაც ამერიკელი ხალხის გამარჯვებაა“.

„ეს კანონპროექტი არის ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი კლიმატთან დაკავშირებით“, – თქვა მან თეთრ სახლში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე.

„ინფლაციის შემცირების აქტი“ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გასაგრძელებლად 430 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. დანარჩენი თანხა კი ფედერალური დეფიციტის შემცირებას უნდა მოხმარდეს.

აღსანიშნავია, რომ ის ასევე მოიცავს რეცეპტით გამოწერილ მედიკამენტებზე ფასების შემცირებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები