LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენმა სირიაში ავიადარტყმის ბრძანება გასცა – დაღუპულია 17 მებრძოლი

148
jo baid

აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 17 მებრძოლი დაიღუპა.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირგიმ განაცხადა, რომ  საჰაერო დარტყმების სამიზნე სირიის აღმოსავლეთში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა, რომელსაც ირანისგან მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფები იყენებდნენ.

გავრცელებული ცნობით, საერთო ჯამში სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ერაყის საზღვრის მახლობლად შვიდ სამიზნეზე მიიტანეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაიერიშები იყო პასუხი ერაყში ამერიკელ და კოალიციურ პერსონალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g