LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიერნმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ბუნდესლიგა

57

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა.
დღეს მიუნხენელებმა გასვლაზე „ინგოლშტადტს“ 2:1 მოუგეს (ორივე გოლი პირველ ტაიმში ლევანდოვსკიმ გაიტანა) და უახლოეს მდევარ დორტმუნდის „ბორუსიისთვის“ მიუღწეველი გახდა. მით უმეტეს, რომ დორტმუნდელებმა თავისი შეხვედრა სტუმრად გადარჩენისთვის მებრძოლ „აინტრახტთან“ 0:1 წააგეს.
33 ტურის შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდს 85 ქულა აქვს.
„ბაიერნი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგა მიჯრით ოთხჯერ მოიგო.

ამასობაში ძალიან საინტერესო ბრძოლაა გაჩაღებული გადარჩენისთვის. ამ წუთისთვის „ჰანოვერთან“ ერთად „შტუტგარტი“ ვარდება (33 ქულა), გადათამაშება კი „ვერდერს“ უწევს (35 ქულა). მათ წინ მდგომ გუნდებს კი თითო-ოროლა ქულით მეტი აქვთ, ასე რომ, გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს და ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.
ბოლო ტური კი 14 მაისს გაიმართება და ერთმანეთს ეს გუნდები შეხვდებიან:
აუგსბურგი – ჰამბურგი
ლევერკუზენი – ინგოლშტადტი
ბაიერნი – ჰანოვერი
დორტმუნდი – კიოლნი
დარმშტადტი – გლადბახი
ჰოფენჰაიმი – შალკე
მაინცი – ჰერტა
ვერდერი – აინტრახტი
ვოლფსბურგი – შტუტგარტი

 

 

_89627239_bayern_goal_getty

1083326_toptease_article_desktop_com

Ch29YDTVIAAybtr

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g