ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ჰყვებიან, რომ მდგომარეობა ადგილზე ძალიან მძიმეა.
უკრაინაში მებრძოლი, ნადიმ ხმალაძის თქმით, ყველა ქართული ქვედანაყოფი მზადყოფნაშია შევიდეს ეპიცენტრში და გამოასვენონ დაღუპული ქართველები, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე მათ ამის უფლებას არ აძლევენ.
„ჩვენი დაღუპული მებრძოლები ჯერჯერობით არიან რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი ტყვეობის ქვეშ. 12-კაციანი ჯგუფი მზად ვიყავით უკრაინელებთან ერთად პატარა სპეცოპერაციის ჩასატარებლად, მაგრამ იმდენად მძიმეა იქ სიტუაცია და იმხელა ძალებთან შეიძლებოდა გვქონოდა შეხება, რომ ბოლოს უარი გვითხრეს.
ქართული ლეგიონის ბიჭები და ხელმძღვანელობა მზად იყო, რომ შესულიყვნენ და ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია. მთელი უკრაინული სამთავრობო თუ სამხედრო სტრუქტურები მუშაობენ, რომ ჩვენი მებრძოლების ცხედრები გადმოასვენონ კიევში.“ – განაცხადა „მთავარ არხთან“ საუბრისას ნადიმ ხმალაძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიცი, რა რთულია ბახმუტში, ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა - მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში
„სწორედ ამიტომ ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს"
შეგახსენებთ, რომ 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ამავე თემაზე:
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე