LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურ ბაკურაძე: „მე პეტრე ჩაიკოვსკი არ უნდა მიყვარდეს იმიტომ, რომ არის რუსი, თუ უნდა მიყვარდეს იმიტომ, რომ არის გეი?“

1108
bakuri

რეჟისორი ბაკურა ბაკურაძე ჟურნალისტ ეკა ვეფხვაძესთან ინტერვიუში სვამს კითხვას და საუბრობს ამ კითხვის ქვეტექსტის შესახებ:

„ერთმა ჩემმა მეგობარმა „ფეისბუქზე“ დასვა შეკითხვა, დავუსვამ ამ შეკითხვას მათ და თუ სწორ პასუხს გამცემენ, ეცოდინებათ, რომ სწორ გზას ადგანან. მე პეტრე ჩაიკოვსკი არ უნდა მიყვარდეს იმიტომ, რომ არის რუსი, თუ უნდა მიყვარდეს იმიტომ, რომ არის გეი? აი, ის ადამიანები, ვინც დღეს გვაწვებიან, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ მომავალს უკარგავს საქართველოს და ისინი ძალიან ევროპელები არიან და  ყველაფერი რუსული არის საშინელება… ახლა საერთოდ არ ვსაუბრობ რუსეთზე, რომელიც მართლა ოკუპანტია, რადგან გაგვამწარა, მაგრამ როცა ჩამოყალიბდებიან იმაში, რასაც ითხოვენ და უბრალოდ, დავალებებს არ შეასრულებენ და არ აირევიან თავიანთ მოთხოვნებში, რომელთა ქვემოთ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც არის, მაშინ ისინი გადარჩებიან, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები