LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მხეიძე ქართველების სამ თვისებაზე: „რა მქვია და როგორ მქვია, ამას ვანიჭებთ გაცილებით მეტ მნიშვნელობას, ვიდრე პროფესიონალურ მხარეს…“

377
zura-mxeidze

ჟურნალის ეკა ვეფხვაძესთან ინტერვიუში ცნობილი ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ქართველებისთვის დამახასიათებელ სამ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს:

პირველი არის ჭარბი ინფანტილურობა, ბავშვურობაა, პრინციპში, თუმცა ეს არ ნიშნავს სერიოზულობასა და არასერიოზულობას, არამედ პასუხისმგებლობის არაღებას. აბა, მითხარით, თქვენი ნაცნობებიდან, რომელიც სამსახურიდან გამოუშვეს, რომელიმეს თუ უთქვამს ჩემი ბრალი იყოო… ხომ არ მოგისმენიათ? ყველას ჰყავდა უფროსი, რომელიც „ცოტა ვერ იყო“. ყველა ორგანიზაციაში, კერძოსა თუ სახელმწიფოში, ყველა უფროსი ვერ არის და ეს ჩვენი გამოშვებული ადამიანი არის სწორი.

არც უფროსი იღებს პასუხისმგებლობას. მე თუ დაგნიშნეთ რაღაც ადგილას და არ ვარგიხართ, ჩემი შეცდომაც ხომ იყო?! არა, პასუხისმგებლობას არ იღებს.

ვიდეო: ზურა მხეიძე საუბრობს ორ ფსიქიკურ დაავადებაზე, რომელიც საქართველოში მოდური გახდა: „ადამიანები ამაყობენ და კეკლუცობენ იმით, რომ ავად არიან…“

მეორე – მე ვარ დემონსტრაციული, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი სტატუსია, ამიტომ ჩემი კაბინეტის შესასვლელთან უნდა ეწეროს – „სტრატეგიული დაგეგმვისა და მთელი მსოფლიოს გადარჩენის ყველაზე მთავარი კოორდინატორი“. სახელში მეტს ვდებთ, ვიდრე ფუნქციაში. რა მქვია და როგორ მქვია, ამას ვანიჭებთ გაცილებით მეტ მნიშვნელობას, ვიდრე პროფესიონალურ მხარეს. ეს არ არის მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მართალია, ძველი კვლევაა, მაგრამ ახალში არ მგონია, რაიმე ცვლილება იყოს – თუ სხვებისთვის მნიშვნელოვანია, რა შემოსავალი აქვს, ქართველისთვის სტატუსი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, მისთვის მთავარია სახელი.

მესამე – ისტერიკულობა. მკითხავთ, სად ხედავთ ისტერიკას, ჩართეთ თელევიზორი და დაინახავთ…“

 

ზურა მხეიძე: „ასეთ შემთხვევაში ოჯახში ჰარმონია გარანტირებულია…“

ზურა მხეიძე: „რომ იტყვით, „ბედნიერი ვიქნები, თუ მილიონი მექნება“, მილიონს ქვემოთ ბედნიერებას ვეღარ განიცდით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები