LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან ბევრი უსარგებლო ფიქრები აქვს ზოგიერთ ადამიანს” – ზურა მხეიძე

173
2025-11-09_19-49-14_972088

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ კომუნიკაციის ტექნიკებისა და ურთიერთობების ხელოვნების შესახებ საუბრისას ყურადღება ადამიანის ფიქრების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანები ენერგიას ისეთ მსჯელობაზე ხარჯავენ, რომელსაც რეალური შედეგი არ მოაქვს.

მისი თქმით, კრიზისულ სიტუაციებში ბევრი ადამიანი უსარგებლო ფიქრებში ეფლობა და მუდმივად სვამს კითხვებს: „რატომ მოხდა ეს?“, „რის გამო მოხდა?“, „რატომ დავიბადე?“, „ვისი ბრალია?“ და სხვა. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, მსგავსი მსჯელობა პრობლემის გადაჭრას არ ემსახურება და ადამიანს წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

„ძალიან ბევრი უსარგებლო ფიქრები აქვს ზოგიერთ ადამიანს. მაგალითად, რაღაც კრიზისია და ვიწყებ ფიქრს – ვაიმე, რატომ მოხდა, რის გამო მოხდა, რატომ დავიბადე, ნეტა არ მოვსულიყავი, ვისი ბრალია და ა.შ. ეს არის ფიქრი და რამე შედეგს იძლევა? – არა. ამას არსად არ მიჰყავხართ“, – აღნიშნავს მხეიძე.

ფსიქოლოგის შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რას ფიქრობს ადამიანი საკუთარ თავზე. მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლის აღქმა.

„ადამიანი მოდის და მეუბნება – საკუთარ თავს ვებრძვი და არაფერი გამომდის. ფსიქიკა ასე მუშაობს: რასაც ფიქრობ, იმის სჯერა. როდესაც ფიქრობ, რომ საკუთარ თავს ებრძვი, სიტყვა ‘ბრძოლა’ უკვე დაკავშირებულია მოწინააღმდეგესთან, დამარცხებასთან ან გამარჯვებასთან. ეს კი სიტუაციის კიდევ უფრო ჩახლართვას იწვევს“, – განმარტავს ის.

ზურა მხეიძის თქმით, თვითკრიტიკისა და შინაგანი ბრძოლის ნაცვლად, ადამიანმა საკუთარი ემოციებისა და ფიქრების გაცნობიერებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან სწორედ ეს არის ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველი როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემომყოფებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g