LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზურა მხეიძე საუბრობს ორ ფსიქიკურ დაავადებაზე, რომელიც საქართველოში მოდური გახდა: „ადამიანები ამაყობენ და კეკლუცობენ იმით, რომ ავად არიან…“

7010
ზურა მთავარზე

ტელეჟურნალისტ ეკა ვეფხვაძესთან ინტერვიუში ცნობილი ფსიქოლოგი, ზურა მხეიძე საუბრობს საქართველოში გაჩენილ მოდაზე, რომელიც ფსიქიკურ დაავადებებს უკავშირდება:

„რაც უფრო ცუდად ხარ და ავად ხარ, უფრო მაგარი ხარ. ანუ მე და შენ შევხვდით და მე გეუბნები, რა მაწუხებს. თუ მე მეტი ვთქვი, უფრო კმაყოფილი ვარ. მარტო საქართველოშია ასე. ნახევარი საქართველო ჩემთან მოდის და სჭირს პანიკური შეტევები ან ბიპოლარული აშლილობა. ეს არის ბოლო ერთი წლის მოდა. ვინ დასვა ამდენი დიაგნოზი, რატომ აქვს მთელ საქართველოს ბიპოლარული აშლილობა და პანიკური შეტევები? ამაყობს და კეკლუცობს, რომ ავადაა. ყურადღების მიქცევის ხერხია. ჩვენ გვაქვს ელიტური და არაელიტური ვაქცინები. მითხარით, აბა, რომელია. „ფაიზერი“, ხომ? ხომ მიხვდით, რა კითხვა დაგისვით. თუ პანიკური შეტევა მაქვს, ბიპოლარული აშლილობა და „ფაიზერით“ ვარ აცრილი, წარმოგიდგენიათ, რა მაგარი ტიპი ვარ?“

ზურა მხეიძე: „ასეთ შემთხვევაში ოჯახში ჰარმონია გარანტირებულია…“

ზურა მხეიძე: „რომ იტყვით, „ბედნიერი ვიქნები, თუ მილიონი მექნება“, მილიონს ქვემოთ ბედნიერებას ვეღარ განიცდით…“

ზურა მხეიძე: „ახალგაზრდა გოგოა, მოდელი, მამაკაცი არ არის ახალგაზრდა, მაგრამ რატომ წერ, რომ ფულის გამო გაჰყვა, რატომაა ის კაცი მახინჯი, რა შენი საქმეა?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები