LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მხეიძე: „ახალგაზრდა გოგოა, მოდელი, მამაკაცი არ არის ახალგაზრდა, მაგრამ რატომ წერ, რომ ფულის გამო გაჰყვა, რატომაა ის კაცი მახინჯი, რა შენი საქმეა?“

5324
paichadzenews

ცნობილი ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე „აზროვნების აკადემიაში“ საუბრობს სიყვარულის, ტყუილის, ემოციებისა და თვითშეფასების შესახებ ურთიერთობებში. ამ ლექციაში ის ერთ-ერთ შემთხვევად მოდელისა და ტელეწამყვანის ალექსანდრა პაიჭაძის შემთხვევას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრამ ახლახან გაამჯღავნა, რომ მისი რჩეული დავით კოდუაა, რომლისგანაც შვილს ელოდება. წყვილი ერთად არის. მოდელმა უამრავი კრიტიკა მიიღო დავით კოდუას პირველი მეუღლის მეგობრებისგან, რომელთა შორის არიან მარიამ კუკუნაშვილი და ია ფარულავა.

ალექსანდრა პაიჭაძემ ცნობილ ფსიქოლოგს საჯაროდ გადაუხადა მადლობა ამ ლექციის გამო და აღნიშნა: „უდიდესი პატივია, ჩემთვის ასეთი პატივსაცემი ფსიქოლოგისგან, ჩემი “ქეისის” განხილვა! აუცილებლად უყურეთ! ? ზურა მხეიძე, მიყვარხართ ძალიან!“

ზურა მხეიძემ ლექციის დროს აღნიშნა:

„დღეს ვნახე კომენტარი, კოდუას ვიღაც მოეწონაო. ხალხის ფსიქოლოგიამ დამაინტერესა. უნდა ნახოთ, რას ლანძღავენ, ფულის გულისთვის გაყვაო, აბა, მაგ მახინჯს რატომ გაყვებოდაო. ჯერ ეს ერთი, შენ ვინ ხარ? პოლიტიკური პოსტი რომ იყოს, იტყვი, კომენტარებში ფულია გადახდილიო, მაგრამ აქ ვინ გადაიხდიდა? ნამდვილი ადამიანების კომენტარებია. ახალგაზრდა გოგოა, მოდელი, მამაკაცი არ არის ახალგაზრდა, მაგრამ რატომ წერ, რომ ფულის გამო გაჰყვა, რატომაა ის კაცი მახინჯი, რეებს წერ, რა შენი საქმეა? ეს არის ბოღმა და შური!.. როცა გიყვარს ადამიანი, შენთვის არის ლამაზი!.. ეს არის პირადი საქმე და გარჩევაც კი უზნეობაა. საზოგადოება ყოფს ცხვირს იქ, სადაც არაფერი ესაქმება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g