LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მხეიძე: „რომ იტყვით, „ბედნიერი ვიქნები, თუ მილიონი მექნება“, მილიონს ქვემოთ ბედნიერებას ვეღარ განიცდით…“

587
zura-mxeidze

ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ერთ-ერთი საინტერესო ლექციიდან ამონარიდი ვრცელდება, სადაც ის საუბრობს და პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, როგორ ვიპოვოთ ბედნიერება და არ დავისახოთ კონკრეტული მიზნები მის მისაღწევად:

„მაგალითად, გავიფიქრე ასეთი რამ: „მე ბედნიერი ვიქნები, როცა მილიონი მექნება“. ფსიქიკამ დადო ზღვარი და მილიონის ქვემოთ ბედნიერებას ვერ განვიცდი. მევე დავაწესე ზღვარი ჩემივე ფიქრებში…

მიზანი რა არის? თქვენ ცუდად იყოთ თუ კარგად? მიზანი, რომელიც ცუდად მხდის, საერთოდ რატომ უნდა დავისახო? მაზოხისტი ვარ?

რა არის მატერიალური კეთილდღეობა? ეს არის აბსოლუტური ილუზია. იცით, რატომ ჩაგიდეს თავში? ამით ადამიანი ადვილად იმართება. შეიძლება, სამსახურში აგიყვანო, გიხადო 60 000 დოლარი და ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაგიქციო. ფული გექნება, მაგრამ ყველაფერს დაკარგავ. არ არის ასეთი სამსახურები? მატერიალურად კარგად ხარ, მაგრამ ამას ახმარ, რაც დაკარგე, იმის შევსებას. ცხოვრებას უნდა ჭკუა… ფული და ფინანსები და ყოფა არის რესურსი, რომ კარგად იყო. თუ მერე ეს გახდა მიზანი, ხარ ცუდად, ფული გაქვს, მაგრამ აგერია ცხოვრება. ზუსტად ასეთი ადამიანები დადიან ჩემთან. მანამდე ურთიერთობები იყო ნამდვილი, მეგობარი იყო მეგობარი, ქალს ნამდვილად მე ვუყვარდი… ყველა ურთიერთობა გაფუჭდა… ოღონდ ეს მათი ტექსტებია. ძალიან ბევრი ფული თუ გაქვს, მერე შვილს დაცვა უნდა აუყვანო, რომ არ მოგპარონ. რამდენ რამეში იზღუდები. საჯარო პირი თუ ვარ, ვიღაცასთან ვერ ვიცეკვებ, ამას ვიღაც გადაიღებს და სადღაც დადებს… თუ კარგად გაიზარებ, ამ რაღაცების დევნამ შეიძლება, მთელი ცხოვრება გაუშვას გვერდზე, ის, რაც მართლა ღირებულია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g