ბაკურიანში, დიდველზე, ერთ-ერთი საბაგირო გაითიშა. როგორც დამსვენებლები აცხადებენ, ამის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტაა.
მათივე ინფორმაციით, ხალხის ნაწილი გონდოლებშია დარჩენილი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ნაწილი კი, ვინც გონდოლებიდან გადმოსვლა მოახერხა, ბაკურიანში ფეხით მიემართება.
ამასთან, ისინი პროტესტს გამოთქვამენ გენერატორის არქონის გამო.
”ვართ ახლა დიდველზე, მესამე წერტილზე. არ არის სინათლე, არ არის გენერატორი. ნისლია და იმის გამო, რომ არ დაგვიღამდეს, ფეხით ჩავდივართ დაბლა, ბაკურიანში”, – აცხადებს ერთ-ერთი დამსვენებელი.
