LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში პრობლემურ სასტუმროებს წყალმომარაგება, სავარაუდოდ, დღეს აღუდგება

291
1-21

წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის გრიგოლ მანდარიას ინფორმაციით, ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენა მალე მოხდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროსთვის წყლის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მთელ ღამე მიმდინარეობდა.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ რეზერვუარში სრული დატვირთვით წყლის დამატებითი მარაგის მიღებასა და ბაკურიანის პრობლემური ადგილების წყლით უზრუნველყოფას. ამ დროისთვის დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ, მაგისტრალზე რაიმე დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს”, -აცხადებს გროგოლ მანდარია.

მისივე განცხადებით, ბაკურიანის 85%-ს წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს – „მგზავრების პანორამა“, “რუმსს” და “მგზავრების” რამდენიმე კურპუსს.

მისივე თქმით, მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ დღეიდან წყალმომარაგება აღნიშნულ სასტუმროებს სრულად აღუდგეს.

რაც შეეხება გუდაურში, “რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგების კუთხით ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, კომპანიის დირექტორის თქმით, აქ პრობლემა აღმოფხვრილია და დასახლებას წყალი სტაბილურად მიეწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g