LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში საბაგირო “კოხტაზე” 27 დეკემბერს გაიხსნება

91

ბაკურიანში 27 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება განახლებული საბაგირო „კოხტაზე“. საბაგიროს მშენებლობა  მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავსტრიულმა კომპანია – „დოპელმაიერმა“ განახორციელა.

განახლებული ტრასის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი  2100   მეტრი. საბაგირო 6 კაციანი სავარძლით არის აღჭურვილი.  კოხტის მთაზე  ახალი საბაგირო შუალედური სადგურით ამოქმედდება.  2016 წლიდან კი კოხტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება  500 საწოლზე გათლილი  ტურისტული ინფრასტრუქტურა

კურორტის განვითარების საკითხში ჩართულები არიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და საინვესტიციო კომპანია  GRDC.

ბაკურიანი ერთ-ერთია იმ ლოკაციებიდან, სადაც საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 2015-2016 სეზონის ჩემპიონატს ჩაატარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g