LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და 2 უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს

110

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სატყეო უბანში, უკანონოდ მოპოვებული 52 მ3 წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი და 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, აღმოაჩინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე განთავსებული იყო 2 უკანონო სახერხი დანადგარი ლიანდაგითა და გენერატორით.

აღნიშნული დანადგარები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქული და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g