პარიზში ბალენსიაგას ჩვენება გაიმართა. დემნა გვასალიას კოლექცია, კვლავ სხვებისგან გამორჩეული და არაორდინალური იყო.
რა თქმა უნდა, ბალენსიაგა, კვლავ მოდის კრიტიკოსების და ფეშენ გამოცემების ყურადღების ცენტში მოხვდა. “ფორტუნა” გთავაზობთ elle.ru-ს სტატიას და ფოტოებს ჩვენებიდან.
თუ თქვენ ფიქრობდით, რომ იცით, რა არის დიდი ზომის ტანსაცმელი და მრავალშრიანობა, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ დემნა გვასალიამ ეს კონცეფცია უკვე განაახლა.
გრაფიტის მსგავსი უზარმაზარი არტ – ინსტალაციის ფონზე გამოდიოდნენ მოდელები, რომლებსაც სულ მცირე ხუთ ფენად ეცვათ.
“ფეხსაცმელ-წინდის” ცნობილმა ავტორმა, ახალ კოლექციაში ხელთათმანებისა და ყელიანი სვიტერის ჰიბრიდი, სამგანზომილებიანი ბეწვიანი ჩანთა, კაბა მაისურები წარმოადგინა, იმსიგრძე სახელოებით, რომ თითების ბოლოებიც კი რთულად დასანახია.
ამ ყველაფერს დაამატეთ მაისურები, მობილურის ნომრებით, უდიდესი ქურთუკები და ქუჩს ესთეტიკა – სწორედ ასეთი იყო ბალენსიაგას ჩვენება.
მოკლედ, დემნა გვასალიამ წარადგინა კოლექცია, რომელსაც ტაბლოიდები კიდევ დიდხანს განიხილავენ, ცნობილი სახეები კი თამამად ჩაიცმევენ.