იანვრის დასაწყისში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის მიწვევით პეკინს სტუმრობდნენ. ვიზიტს საფრანგეთის პირველი ლედი მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა და ხუთი მოდური კოსტუმიც მოამზადა. არ დაივიწყა არც წითელი ფერი – ჩინელებისთვის კეთილდღობის სიმბოლო.
პირველ დღეს, პეკინში ექსკურსიისთვის მადამ მაკრონიმ Balmain-ის წითელი ფერის პალტო, Louis Vuitton-ის შარფი, Christian Louboutin-ის ჩანთა და ჩექმა შეარჩია.
სი ცზინპინთან და მის მეუღლესთან შეხვედრაზე Elie Saab-ის ტანისამოსში გამოწყობილი გამოცხადდა.
ცნობილი კომპლექსის „აკრძალული ქალაქის“ სანახავად საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ Balmain-ის თეთრი პალტო და ამავე ბრენდის ჩანთა აირჩია.
ულენსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოწყობილ ვახშამზე კი, Louis Vuitton-ის კაბამ და Elie Saab-ის გრძელმა შავმა პალტომ ბრიჯიტი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
.
ოფიციალურ მიღებაზე დიდ დარბაზში ბრიჯიტ მაკრონი Louis Vuitton–ის კაბა–პალტოში მივიდა