„როსარიოს“ ფანებმა მსოფლიოში ყველა დიდი ბანერი გაჭიმეს და ამით ლამის მთელი სტადიონი დაფარეს.
არგენტინის სუპერლიგის მე-12 ტურის მატჩში „როსარიო სენტრალმა“ „ნიუელს ოლდ ბოისს“ 1:0 მოუგო.
შეხვედრა მასპინძელთა ფანების საოცარი პერფომანსით გახდა დასამახსოვრებელი: მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მათ უზარმაზარი ბანერი გაჭიმეს, რამაც ტრიბუნების 80% დაიკავა. ბანერის სიგრძემ 500 მეტრი შეადგინა.
500×40 meters the longest flag all time at @ArroyitoRC @CARCoficial @CANOBoficial #KSPORT #Derby #match #analysis #GPS pic.twitter.com/o0dfjXHZWT
— K-Sport (@KSportUniversal) December 11, 2017