LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკი „რესპუბლიკა“ აგრარული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

87

ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ აგრარული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს.

დღეს თბილისში „საქართველოს აგრო ფორუმი“ ბანკი „რესპუბლიკას“  მხარდაჭერით გაიხსნა.  ფორუმის  ორგანიზატორები არიან  სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგრო პროექტების მართვის სააგენტო და ფერმერთა ასოციაცია. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, განიხილონ კაპიტალდაბანდების შესაძლებლობები, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.

როგორც „ფორტუნას“ ბანკ „რესპუბლიკას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ რამაზ კუკულაძემ განუცხადა, ბანკითვის თავისი კლიენტების ბიზნეს-საქმიანობის აქტიური ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენ მათი წარმატების მთავარი გულშემატკივრები ვართ. ბოლო წლებში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ აგრარულ სექტორთან თანამშრომლობა, რასაც ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმის სპონსორობა ადასტურებს. სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია, ამიტომ ჩვენ როგორც ერთ–ერთი წამყვანი ბანკი, ვაგრძელებთ  მის შემდგომ განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანას. ჩვენს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს მხარს ვუჭერთ მათი აგრო საქმიანობის განვითარებაში და მზად ვართ მათ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ.“- განაცხადა კუკულაძემ.

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ბანკს საქართველოს მასშტაბით 40 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ბანკ „რესპუბლიკის“ 1 000–მდე თანამშრომელი 225,000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g