ბანკის ლიცენზირებისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია ფართოვდება. ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
- საჭირო ხდება მფლობელობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა;
- საჭირო ხდება ბანკმა წინასწარ წარადგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიზნეს-მოდელისა და რისკების მართვის დოკუმენტები;
- საჭირო ხდება მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების შესახებ უფრო დეტალური ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენა.
ასევე, ცალსახად კონკრეტდება, რომ ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის, მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტური საზედამხედველო პროცესის განხორციელების შესაძლებლობას როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ დონეზე და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.