ცოტა ხნის წინ ამერიკულმა კომპანია „ნეტფლიქსმა“განაცხადა, რომ „ბანქოს სახლის“ მიმდინარე სეზონი ბოლო იქნება. ეს გადაწყვეტილება კომპანიის მესვეურებმა კევინ სპეისის გარშემო ატეხლი სკანდალის გამო მიიღეს. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ კომპანია აგრძელებს მოლაპარაკებებს კინოსტუდია Media Rights Capital-თან სერიალის შესაძლო მომავალზე.
კინოკომპანიამ პოპულარული სერიალის ახალი პრომო-პოსტერი გაავრცელა, სადაც კევინ სპეისის პერსონაჟი ამოშალეს. ახალ პრომოზე მხოლოდ მსახიობი რობინ რაითია გამოსახული, რომელიც სერიალში ქლერ ანდერვუდის როლს ასრულებს.
გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ შესაძლოა, მაღალრეიტინგული სერიალი კევინ სპეისის პერსონაჟის გარეშე გაგრძერლდეს.