აზერბაიჯანში, ბაქოში მდებარე ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა საქართველოს დროშის ფარებში განათდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შენობა საქართველოს მხარდასაჭერად და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაანათეს.
“ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფარებში განათდა, ამ ქვეყნის მხარდასაჭერად და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღესთან, 1918 წლის 26 მაისთან დაკავშირებით.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.