LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქოში საავიაციო ენერგეტიკული ფორუმი ჩატარდება

106
ბაქო

13-15 მაისს, ბაქოში, აზერბაიჯანის ავიახაზების მხარდაჭერით, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საავიაციო ენერგეტიკის ფორუმი გაიმართება.

საავიაციო ენერგეტიკის ფორუმი (Aviation Energy Forum – AEF) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელიც საავიაციო ინდუსტრიაში ენერგეტიკისა და მდგრადობის საკითხებს ეძღვნება.

ღონისძიება კავკასიაში პირველად ტარდება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით ავიაციისა და ენერგეტიკის სექტორებში.

ფორუმის მთავარი თემა იქნება ავიაციის ინდუსტრიის დეკარბონიზაცია, მდგრადი საწვავის დანერგვა და ავიაკომპანიების როლი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ღონისძიებაზე განხილული იქნება საავიაციო საწვავის კომერციული და ტექნიკური ასპექტები, საწვავის მიწოდების ჯაჭვში არსებული გამოწვევები, წარმოდგენილი იქნება საავიაციო ინდუსტრიის მდგომარეობის შესახებ ყოვლისმომცველი ანგარიშები. გარდა ამისა, ფორუმზე განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმობა აზერბაიჯანის მწვანე ეკონომიკის სტრატეგიას, მის სატრანზიტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და ენერგეტიკულ დიპლომატიას.

აღსანიშნავია, რომ ფორუმში 60 ქვეყნისა და 65-ზე მეტი ავიაკომპანიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება თავს მოუყრის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს, საწვავის შესყიდვის მენეჯერებს, მდგრადი განვითარების ექსპერტებს, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სტრატეგიულ პარტნიორებს, ტრადიციული და ალტერნატიული საწვავის მიმწოდებლებს, საწვავის მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე საწვავის სექტორის ლიდერებს.

magti 5g