აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ტერაქტში ეჭვმიტანილი პირები გაანადგურა. უშიშროების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობით სამსახურის ინფორმაციით, ლიკვიდირებული პირები ბაქოში, ოპოზიციის მიტინგზე, ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.
„აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ დაჯგუფება უცხოეთში მოქმედ რელიგიურ-ექსტრემისტულ ტერორისტულ ორგანიზაციას ექვემდებარებოდა. მას აზერბაიჯანის მოქალაქე ბახტიარ ალეკბეროვი ხელმძღვანელობდა. ლიკვიდირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ბაქოში, მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა – ბახტიარ ალეკბეროვმა, ანარ მასიმლმა, ჯავიდ ჰუსეინლიმ, სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა კი პირები ადგილზე გაანადგურა.