LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამა ყველაზე პოპულარული ტვიტის ავტორია

55

”ტვიტერის” არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული ტვიტის ავტორი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაა, რომელმაც შარლოტსვილში მომხდარ ამბებს პოსტი მიუძღვნა. ობამა ნელსონ მანდელას ციტატა დაწერა, რომლის მოთავსებაც მან ერთიანად ვერ მოხერხდა და სამ ნაწილად გაყოფა მოუწია. პირველი ნაწილი კი ნამდვილი რეკორდმსენი გახდა – ის სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და მილიონზე მეტმა გადაიზიარა.

”არავინ იბადება სხვა ადამიანისადმი ზიზღით თუ ის სხვა ფერის, წარმომავლობის ან რელიგიის არის. რადგან ხალხს სწავლა შეუძლია, ჩვენ მათ სიყვარული უნდა ვასწავლოთ, რადგან გულისთვის ის უფრო ბუნებრივი და სასარგებლოა, ვიდრე ზიზღი”, – დაწერა ობამამ.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს შარლოტსვილში ულტრამემარჯვენეებისა და მათი მოწინააღმდეგეების დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, ათამდე კი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები