LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი 10 მარტიდან ამოქმედდება

380
shutterstock-748132552

დედაქალაქის მერიაში გამართულ ტრადიციულ სხდომაზე კახი კალაძემ ზონალურ-საათობრივი პარკირების უკვე არსებული ლოკაციების მნიშვნელობასა და უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებით ადგილებზე ისაუბრა. მერის განმარტებით, 10 მარტიდან, ბარათაშვილის ქუჩაზე ამოქმედდება კიდევ ერთი ზონალურ-საათობრივი პარკინგი, რომელიც უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. ასევე უფასო იქნება ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობისთვის, ვინც წინასწარ შეიტანს განაცხადს და დაარეგისტრირებს საკუთარ ავტომობილს.

კახი კალაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა, რომელიც პარკირების ახალ პროექტს მოიცავს, მოსახლეობის სრული ინფორმირებაა საჭირო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ მიიღოს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ყველა პროექტზე, რომელსაც მერია ახორციელებს.

 

დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ორბელიანზეც იწყება – რა ღირს მანქანის 1 საათით გაჩერება

 

ბარათაშვილის ქუჩაზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც გაიცემა შესაბამისი შინაარსის და სიახლეების ბუკლეტები. ადგილობრივი მოსახლეობა, აქვე შეძლებს პარკირების უფლებაზე განაცხადის შევსებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g