მომღერალი ბარბარე სამხარაძე იუბილარია. მას 23 წელი შეუსრულდა.
დაბადების დღესთან დაკავშირებით მომღერალმა პოსტი განათავსა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაზედაც მას უოცნებია, აუხდა.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თავო ?
დღეს კიდევ ერთი წლის მატებას ავღნიშნავ. ეს კი განვლილ წლებზე მაფიქრებს, საიდან-სად მოვედი.
მე პატარა სოფელში გავიზარდე, სადაც ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი.
მაშინ შესაძლოა სასაცილოდ ეჩვენებოდათ ეს ყველაფერი მაგრამ, მე გავბედე ოცნება ❤️
ბარბარა სამხარაძის სიმღერა, რომელიც საკუთარ მისაღებ ოთახში ჩაწერა: „შვილმკვდარმა ქალბატონმა მომწერა, არაფერი მაბედნიერებს, შენს სიმღერას რომ ვუსმენ, მაშინ ვმშვიდდებიო...“
ყველა ადამიანს თავისი ცხოვრებისული პრობლემა აქვს, თუ ეს სამი წუთი ამის დავიწყებაში ეხმარებათ, ძალიან კარგია.
იმდენად მჯეროდა და მწამდა, ყველა სირთულეს გაკვეთილად აღვიქვავდი (დღესაც ასეა) მივიწევდი წინ, გაურკვეველი მაგრამ უკეთესი მომავლისკენ.
უკან ვიხედები და ვხედავ, ყველაფერი პირნათლად შევასრულე, რაზედაც კი მიოცნებია. ❤️
23 წლის დაბადების დღის სურვილს მარტო ჩემთვის არა, ყველასთვის ვიფიქრებ:
„მინდა ყველას შეეძლოს ოცნება, და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც ცხოვრება გვთავაზობს“ ❤️?
მადლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი მოგზაურობის ნაწილი ხართ ❤️
წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველოდება“, – წერს ბარბარე სამხარაძე.
დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თავო ?
დღეს კიდევ ერთი წლის მატებას ავღნიშნავ. ეს კი განვლილ წლებზე მაფიქრებს, საიდან-სად…
Posted by Barbara Samkharadze • ბარბარა სამხარაძე on ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2023
ვიდეო: “იხალისე შენც” – ბარბარა სამხარაძემ ახალი სიმღერა გამოაქვეყნა
