ბარბარა სამხარაძის პირველ საავტორო სიმღერას სახელწოდებით Ocean Side, იუთუბზე უკვე 498 ათასზე მეტი ნახვა აქვს. მომღერალი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობას უხდის.
“ყოველდღიურად უფრო და უფრო ბედნიერი ვარ. რაც ვიდეო ავტვირთე ნორმალურად არ მძინებია. დღეს ვიყავი გარეთ გასული პირველად ამ სიმღერის მერე.. ხალხი მაჩერებდა ქუჩაში და ჩემს სიმღერას მილოცავდა. ასე ცოცხლად და ბედნიერად თავი ძალიან დიდი ხანია არ მიგრძნია. დიდი მადლობა ყველას, მილიონი მადლობა თქვენ”, – ამბობს ბარბარა სამხარაძე.