LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარელი ნავთობის ფასი, შესაძლოა, 100 დოლარამდე გაიზარდოს

92
navtobi

უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიების ხელმძღვანელები ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდას ვვარაუდობენ.

კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა, როგორებიაა: Exxon Mobil Corp, Royal Dutch Shell PLC ADRR და Total განაცხადეს, რომ ნედლ ნავთობზე ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება კიდევ უფრო მეტად ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების უკმარისობის გამო, რაც გამოიწვევს მიწოდების შემცირებას მომავალში.

ფასების ზრდის შესახებ მოსაზრებას მხარს უჭერს Exxon Mobil Corp-ის გენერალური დირექტორი. დარენ ვუდის განცხადებით, მცირე ინვესტიციები გაამწვავებენ მიწოდებისა და მოთხოვნილების დეფიციტს ეკონომიკის აღდგენის დროისთვის, ხოლო შემდეგ მოხდება მიწოდების ზრდა და გადაბალანსება, ამიტომ სავარაუდოდ, მოკლე დროში მოსალოდნელია ნავთობზე უფრო მაღალი ფასები.

ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები