LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“ – ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებაზე

143
სალომე ზურაბიშვილი

ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო-მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია“,– ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსლში წერს.

ოპოზიციური პარტიები კვირას 21:00 საათზე აქციას აანონსებენ

პრეზიდენტი, შსს-ს განცხადებას ეხმაურება, სადაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებენ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად:

„ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევაა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“, – წერს პრეზიდენტი.

შსს: „აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას“

გიორგი ვაშაძე: „განვლაგდებით პარლამენტის წინ, გავშლით კარვებს, მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას… დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g