LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარგს დაკარგვისგან სპეციალური იარლიყი დაიცავს – ავიაკომპანიების ინოვაციური იდეები

195
ბიბისი

მსოფლიო ავიაინდუსტრია ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიები ისე გააუმჯობესეს, ბარგის დაკარგვის შანსები მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ ფაქტია, ყოველწლიურად 25 მილიონი ჩანთა იკარგება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” აქვეყნებს.

ჟურნალისტი წერს, რომ ბარგის ნახევარზე მეტს პრობლემა დაგვიანებული ფრენების გამო ექმნება. “თქვენი ჩემოდნის გადატანა ფრენის დროს არ ემთხვევა და ნარგის მნიშვნელოვანი რაოდენობა უბრალოდ შეცდომით შეიძლება სხვა თვითმფრინავში აღმოჩნდეს”, – წერს სტატიის ავტორი.

“ბიბისიმ” გაარკვია, რომ ცალკეულმა კომპანიებმა თავად დაიწყეს უსაფრთხოების სისტემების შემუშავება. მათ შორის, ამერიკის ავიაკომპანია “დელტამ” რადიოსიხშირის მეშვეობით ბარგის იდენტიფიცირება ადაიწყო. ჩემოდანს სპეციალური იარლიყი ეკვრება, რომლითაც აწონვის დროს ის ავტომატურად დასკანერდება. ის სისტემაში ფიქსირდება და დაკარგული ბარგის ადგილს სწავლობს.

ბარგის დაკარგვის სიხშირის გამო, საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციამ შარშან ახალი რეგულაცია მიღო – რეზოლუაცია 753, რომლის მიზანია ავიაკომპანიებმა და აეროპორტებმა ბარგს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g