„ბარსელონას“ ახალი ფორმა ჭადრაკის ფორმის იქნება – ახლა რომელიმე ხორვატის, თუნდაც ლუკა მოდრიჩის გაფორმებაღა რჩება.
მეორე ფორმა 2008/09 წლების ჩემპიონთა ლიგის მოგების დროინდელი იქნება.
Nike „ბარსას“ სტილს გადახედავს.
2019/20 წლების სეზონის კატალონიური კლუბის მაისურების ნიმუშები ტვიტერზე La Liga En ტვიტერის დამფუძნებელმა და მარკეტინგის განყოფილების თავკაცმა ბენჯამინ კრამპმა გამოაჩინა.
საშინაო კომპლექტი კვადრატულია და ხორვატიის ნაკრების ფორმას წააგავს, ბუნებრივია ფერებია განსხვავებული – საკლუბო ლურჯ-ბროწეულისფერში.
საგარეო ვარიანტი ყვითელი იქნება და 2008-დან 2010 წლამდე ფორმას მოგაგონებთ. ამავე კომპლექტზე დაატანეს წითელ-ლურჯი დიაგონალური ხაზი იოჰან კრუიფის 70-იანი წლების ეპოქიდან.
„ბარსელონადან“ ოფიციალური დასტური ჯერ არ გაკეთებულა.