”პეპსი” შესაძლოა ”ბარსელონას” სატიტულო სპონსორი გახდეს.
კატალონიური ჯგუფი ”Qatar Airways”-ის შემცვლელს ეძებს. შესაძლოა ”ბარსელონამ” ”პეპსისთან” ხუთწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი, რომლის მიხედვით ”ბლაუგრინა” წელიწადში 60 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს ”Qatar Airways”-თანაც აწარმოებენ, თუმცა, მხარეები ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.
”Qatar Airways”-ის ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, რომელიც სეზონის დასრულებისას იწურება, ”ბარსელონა” წლიურად 45 მილიონ დოლარს იღებს.
”ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი დიდი ხანია კომპანიის სახეა და ”პეპსის” მრავალ სარეკლამო რგოლში ჩანს.