გავრცელებული ცნობების თანახმად, Nike-ის მიერ დამზადებული ეს ფორმა „ბარსელონას“ ფეხბურთელებს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასამართ „ელ კლასიკოში“ ეცმევათ.
„ნაიკი“ ხშირად ამზადებს ორგინალურ ფორმებს „ბარსასთვის“ და გამონაკლისი არც ეს ფორმაა. იგი კატალონიის დროშის ფერებშია შესრულებული, მაისურის გულზე კი ხერარდ პიკეს ცნობილი ჟესტი იქნება გამოსახული. გაშლილი 5 თითი პიკემ პუბლიკას 2010 წელს გამართული „კლასიკოს“ დროს უჩვენა, რომელიც „ბარსელონას“ გამარჯვებით 5:0 დასრულდა. მასინ „ბარსელონას“ პეპ გუარდიოლა, ხოლო „რეალს“ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.