LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩატარებული სპეცოპერაცია დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავებას უკავშირდება

292
EuropaPress_2044625_OPERACION_DE_LOS_MOSSOS_Y_LA_POLICIA_CONTRA_UNA_BA_20190404121153128-k9xH-U461458305401xFD-992x558@LaVanguardia-Web

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია საქართველოს მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მათ ქურდობას ედავება.

საუბარია დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომლებმაც ბარსელონაში და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე 70-მდე ბინა გაქურდა. ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კოლეჯის შენობაში ცხოვრობდნენ.

დაკავებულთა რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. ადგილობრივი მედიის ცნობით, მასშტაბურ ოპერაციაში ორასამდე პოლიციელი მონაწილეობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g