ბარსელონაში Sagrada Familia-ს ტაძრიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. ანტიტერორისტული ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო რაც პოლიციამ მიიღო შეტყობინება საეჭვო პაკეტის აღმოჩენის შესახებ.
Daily mail-ის ინფორმაციით პოლიციელები ავტობუსს ეძებენ, რომელიც შესაძლოა, დანაღმული იყოს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტერორისტები გეგმავდნენ ტერაქტს აირით დატვირთული ფურგონებით, რომლის გამოყენებას ბარსელონაში სხვადასხვა ადგილებში აპირებდნენ, მათ შორის Sagrada Familia-შიც.