LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაია: სააკაშვილს მემორიალების გვირგვინით შემკობის გამო ასამართლებენ

72
ბექა ბასილაია

“ეს არის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ლეხ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინით შემკობის გამო, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანის გამო.” – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ე.წ. “პიჯაკების საქმეზე” საუბრის დროს განაცხადა.

დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბასილაიას თქმით, 2013 წელს გაწეული არც ერთ ხარჯი არ განსხვავდება 2009-2012წლებში გაწეული ხარჯისგან და ხელისუფლებას რაიმე ტიპის თანხასთან დაკავშირებული ბრალდება პიარული თვალსაზრისით სჭირდებოდა:

“ეს არის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ლეხ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინის შემკობის გამო, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანის გამო. როდესაც სენატორი ჯო ბაიდენი იყო – მისი გამასპინძლების გამო, ვიქტორ იუშენკოს საქართველოში გამასპინძლების ხარჯის გამო. ბრონირებული ავტომობილების დაქირავებისა და ყველა იმ საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახორციელების გამო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, 2013 წელს ახორციელებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის უფროსი კი ანზორ ჩუბინიძე.

2013 წელს გაწეული არც ერთ ხარჯი არ განსხვავდება 2009-2012ლებში გაწეული ხარჯისგან, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო კანონიერი ხარჯები. უბრალოდ, პიარული თვალსაზრისით, ხელისუფლებას სჭირდებოდა რაიმე ტიპის თანხასთან დაკავშირებული ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს სამარცხვინო “პიჯაკების საქმე” წამოიწყეს.” – განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება, რომელსაც არ ესწრება მიხეილ სააკაშვილი.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

magti 5g