LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილის ადვოკატი: ნელი დოროყაშვილს სხეულზე დაზიანება ნებისმიერი ფორმით შეეძლო მიეღო, მათ შორის წნევის აპარატით ან ბავშვის ფეხის შეხებით

652
282759270_1964288500422731_3211707786512471571_n

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, შესაძლებელია ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს ნელი დოროყაშვილს სხეულზე არსებული დაზიანება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის – წნევის აპარატის მეშვეობით, საკუთარი ხელით, ან ბავშვის ფეხის შეხებით მიეღო.

გვაზავას თქმით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა ექიმმა დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი არ განიცდიდა ტკივილს და საერთოდ არ იცოდა მის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ.

ბასილაშვილის უფლებადამცველის თქმით, სასწრაფოს ექიმმა დააფიქსირა მთავარი ექიმისაგან და სამედიცინო ექსპერტიზისგან განსხვავებული ინფორმაცია. მთავარმა ექიმმა დაადასტურა, რომ დოროყაშვილს აღენიშნებოდა მხოლოდ, მაგრამ არა სისხლის ჩაქცევა.

„სასწრაფოს ბარათში არ არის დაფიქსირებული სისხლჩაქცევა ან სიწითლე, მხოლოდ მითითებულია ექსკორიაციაზე (დაბეჟილობა), რაც სასწრაფოს ორ ექიმს ხელმოწერით დადასტურებული აქვს. მოწმემ განმარტა, რომ მას უშუალოდ არ დაუთვალიერებია სხეული, შესაბამისად, სხეულზე დაზიანებების შეფასებისას მნიშვნელოვანი იყო მთავარი ექიმის პოზიცია, რომელიც ექსკორიაციის გარდა სხვა დაზიანების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ექსპერტიზის დასკვნაზე ნათქვამია, რომ შემოწმების მომენტში, ფაქტიდან 24 საათის შემდგომ, დოროყაშვილს აღენიშნებოდა მკლავის შიდა ზედაპირზე დაზიანება. თუმცა, ვერ მიგვითითებენ ხანდაზმულობას – როდის არის დაზიანება მიღებული. როგორც სასწრაფოს ორივე ექიმი, ასევე ექსპერტიც ცალსახად განმარტავენ, რომ დაზიანება შესაძლოა მიყენებული იყოს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის წნევის გაზომვის დროს წნევის აპარატის მეშვეობით, საკუთარი ხელით, ან ბავშვის ფეხის შეხებით, ვინაიდან კადრებში ვხედავთ, რომ მას ბავშვი ხელში ჰყავდა აყვანილი.

დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა ექიმმა დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი არ განიცდიდა ტკივილს და საერთოდ არ იცოდა მის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ. როდესაც დაუსვეს კითხვა ვერ მიუთითა როდის მიიღო ეს დაზიანება, თუმცა განმარტა, რომ შესაძლოა მეუღლემ შეაჯანჯღარა. მუხლის შედგენისათვის აუცილებელია, რომ დაზიანება იწვევდეს ტკივილს, თუ ტკივილს არ იწვევს, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულთან კავშირი არ გვაქვს.“ – აღნიშნა თეონა გვაზავამ.

 

magti 5g