LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილმა უიმბლდონი მარტივად დაიწყო

92

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ძირითადი ბადის პირველ წრეში არგენტინელი კარლოს ბერლოკი (მსოფლიოს მე-80 ჩოგანი) მარტივად 6:4, 7:6, 6:1 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
პირველ და მეორე სეტშიც თამაშიდან გამომდინარე არგენტინელს შანსი არ ჰქონია.

ბასილაშვილმა 11-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბერლოკმა 4-დან ორი. მატჩში სულ 203 ქულა გათამაშდა, საიდანაც 110 ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე უფრო მრისხანე იქნება, ნიკა მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერს სემ კურიეს დაუპირისპირდება (უიმბლდონზე 24-ე განთესილი), რომელსაც ძალიან კარგი მოწოდება აქვს. შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არ შეხვედრილან. კურიემ პირველ წრეში იტალიელი ტომას ფაბიანო 7:6, 7:5, 6:2 დაამარცხა.

ნიკამ დღევანდელი გამარჯვებით 35 000 ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა და კურიეს დამარცხების შემთხვევაში 90 000 ფუნტს მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g