„საგიჟეთში ვცხოვრობთ, ილიაუნის წინ, „ბასლაინზე“ მოძრავ სასწრაფოს მანქანას შეეჯახა, პოლიციის შკოდა, რომელიც მარჯვენა მხრიდან, მარცხენას მიმართულებით ოთხ საგზაო ზოლს კვეთდა დარღვევით!“ – წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ფაქტის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
„პოლიციელი გადმოვიყვანეთ გამვლელებმა, რაიმე მძიმე დაზიანება არ აქვს, გონება ჰქონდა დაკარგული, ახლა კონტაქტურია.
სასწრაფოს ექიმს და მძღოლსაც მცირე დაზიანებები აქვთ. საბედნიეროდ არც ერთ მათგანს რამე სერიოზული არ სჭირს.
კანონზე „მაღლა დგომის განცდას“ მოაქვს უბედურებები!“ – წერს გიორგი მუმლაძე.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.