საქართველოს სამეფო კარის ოფიციალური გვერდი ავრცელებს ინფორმაციას დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ირინა ბეგაშვილის ევროპული ვოიაჟის შესახებ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წყვილი მიტროპოლიტი იოანიკიეს ინტრონიზაცასთან დაკავშირებით გამორჩეული სტუმრებისათვის გამართულ სადღესასწაულო სადილი დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ უწმიდესი მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა პორფირე,სერბეთის სამეფო ოჯახი და სხვა საპატიო სტუმრები.
“სადილს ესწრებოდა საქართველოს სამეფო სახლის მეთაური მ.ს.უ. ბატონიშვილი დავითი მეუღლესთან, მ.ს.უ. პრინცესა ირინასთან ერთად. ასევე უწმიდესი მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა პორფირე , სერბეთის სამეფო ოჯახი და სხვა საპატიო სტუმრები .
სადღესასწაული სადილი მონტენეგროში ცნობილ “პლანტაჟეს” ღვინის ქარხანაში გაიმართა”,- ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე დავითი და ირინა სერბეთის პატრიარქის საზეიმო დახვედრას დაესწრნენ.
ამბობენ, რომ “ბატონიშვილის ამ ისტორიულ მოვლენაზე დასწრება არაერთმა ცნობილმა ტელეარხმა გააშუქა”.
შეგახსენებთ, სამეფო კლუბმა საზოგადოებას 2021 წელი ახალი ამბით მიულოცა. მაშინ, მათ ოფიციალურ გვერდზე დავით ბაგრატიონის და უცნობი გოგონას ფოტო გამოქვეყნდა.
ბაგრატიონისა და ირინა ბეგაშვილის ფოტოს დიდი ინტერესი მოჰყვა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ დავით ბაგრატიონმა ახალი ბეგაშვილი იპოვა, ოღონდ ირინა ბეგაშვილი.
როგორც ირკვევა, ირინა დავით ბაგრატიონს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინების შემდეგ დაშორდა.
მას შემდეგ რაც, ბაგრატიონების ოჯახი დაინგრა, დავითი ირინა ბეგაშვილს დაუბრუნდა.