ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოყვა. შედეგად არასრულწლოვანი, 15 წლის გოგონა დაიღუპა, ასევე დაშავებულია მამა და 2 წლის ბავშვი.
batumelebi.ge-ის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადას გოგო ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. კლინიკაში გადაყვანილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. ამავე სამსახურის მონაცემებით, ავარიის შედეგად დაშავდა მეორე ავტომანქანის მძღოლიც, თუმცა მან სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი თქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.