LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს მეორედ უმასპინძლებს

110
გასტრობათუმი

16-18 ნოემბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს.

აჭარას, „გასტრო ბათუმის“ ფარგლებში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ესტუმრებიან.

ფორუმის მიზანია რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვა.

ფორუმის პირველ დღეს სტუმრები ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ, მეორე-მესამე დღეს კი ადგილობრივი მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და კონდიტერიის მასტერკლასები ჩატარდება.

წელს „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები არიან: გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი სებასტიან რიპარი, საფრანგეთის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გერსოი და საერთაშორისო კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა. ადგილობრივ სპიკერებს შორის კი იქნებიან: ბრენდ შეფი მანუელ ფაუნდეს ბარანდა, „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, „Gault&Millau საქართველოს“ დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორნის „ოცი“ შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g