LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი შვეულმფრენიდან, თავგადასავლები, ფესტივალები – აჭარა ტურისტებს სიახლეებით ხვდება [ფოტო, ვიდეო]

140

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. რეგიონი წელს ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული სიახლეებით ხვდება. ზღვაზე დასასვენებლად ჩასულ ტურისტებს მთიანი აჭარის საინტერესო მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.

სეზონის განმავლობაში რეგიონის სტუმრებს ელით ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, Bleak Sea Arena-ზე ლეგენდარული ელტონ ჯონის ორდღიანი კონცერტით, ფერების ფესტივალი და ფოლკლორის დღეები, რომელიც ბათუმის ბულვარში გაიმართება.

აჭარაში, ბათუმის და შავი ზღვის სანაპიროს გარდა, მაღალმთიანი აჭარის არა ერთი კურორტია, სადაც ტურისტების მიღებას მასპინძლები უკვე ელიან. მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს საინტერესო ეკოტურისტული და სათავგადასავლო მარშრუტები ელოდებათ.

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს სრულყოფილ ტურებს უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო ორ წელიწადში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ. სიახლეა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. განსაკუთრებით ეს ეხება კურორტ გოდერძის, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ, რაც მათ ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებთ.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა „ფორტუნას“ უთხრა, რომ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები