LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი წვიმის შემდეგ კვლავ დაიტბორა – ქალაქში გადაადგილება გართულებულია [ვიდეო]

280
BeFunky-collage (2)

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა. დატბორილია დიმიტრი თავდადებულის, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩები.მოძრაობა შეფერხებულია ბაგრატიონის ქუჩაზე.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა “ჭაობში”, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩებზე.

ცნობისთვის, აღნიშნული მონაკვეთზე წვიმის დროს, თითქმის ყოველთვის პრობლემები იქმნება. სანიაღვრე არხები, წყლის დიდი ნაკადის გატარებას, მოკლე დროში, ვერ ასწრებს.

https://www.facebook.com/itsBatumi/videos/2416202365326211/?v=2416202365326211

 

კომპანია ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ მათი სპეციალისტები ოთხ ლოკაციაზე გამოიძახეს, სადაც გასულია ჯგუფები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ქალაქის ქუჩების დატბორვამ და შეფერხებულმა გადაადგილებამ საცობიც გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები