მსახიობი და ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც მეუღლე, ნუცა ქავთარაძესთან შეხვედრა და მათი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი გაიხსენა.
„ნუცა ახალი ჩამოსული იყო ბათუმიდან, სტინგის კონცერტზე იყო. მახსოვს, ზედმეტი რუჯისგან დიდი ლაქა ჰქონდა სახეზე. იმ წუთში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ბრენდის ზეთი და ეგრევე მივეცი. ამის შემდეგ დავმეგობრდით, აქედან დაიწყო ყველაფერი. ნუცა მანამდეც მახსოვს, პირველად პრესკონფერენციაზე დავინახე, ძალიან გარუჯული, გრძელი თმით, თეთრი მაისურით და ნარინჯისფერი მიკროფონით დადიოდა ეზოში, ეგრევე შევამჩნიე.
მიჭირს იმაზე ლაპარაკი მე რით მოვხიბლე ნუცა, ალბათ მეგობრული ვარ და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა“, – ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.
აჩიკო სოლოღაშვილი: რამდენადაც მეგობრული ვარ, იმდენად მკაცრი ვარ სტუდენტებთან