LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმიდან მოლდოვაში მოხვედრა პირდაპირი ავიარეისებით იქნება შესაძლებელი

83
192706499-4165335206824336-6128532190125773777-n

მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FLYONE საქართველოს მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს. სეზონური ფრენები კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით მიმდინარე წლის 4 ივნისიდან განხორციელდება. ჩარტერული ავიარეისები 1 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს (გაფრენა შაბათობით) შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g