LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღე ცხადდება

107
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

14 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღეს აწყობს.

ნებისმიერ მსურველს, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საშუალება აქვს, მივიდეს აეროპორტში და საკუთარი კანდიდატურა წარუდგინოს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.

კანდიდატმა უნდა წარადგინოს რეზიუმე, გაიაროს გასაუბრება და გამოხატოს ინტერესი კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კადრებს შემდეგი პოზიციებისთვის: მგზავრთა მომსახურების აგენტები, ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტები, მორიგე ოფიცრები, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, მტვირთავი, თვითმფრინავის დამლაგებელი.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიისთვის  „ტავ ჯორჯია“ ღია კარის დღის ღონისძიების საშუალებით ახალი კადრების მოძიება და დასაქმება უკვე ჩვეული პრაქტიკაა. „ტავ  ჯორჯია“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. კომპანია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი, რაშიც 230 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში დღესდღეობით 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g