LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ახალ რესპუბლიკურში სართული დაიტბორა

68
BeFunky-collage (9)

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი დაიტბორა. შესაბამისი ფოტოები ფეისბუქში „უპატრონო ბათუმმა“ გამოაქვეყნა.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გასარკვევად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრს დაუკავშირდა.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ტექნიკური ჯგუფი ადგილზე იმყოფება და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს. დატბორვას კი კლინიკის მუშაობაში ხელი არ შეუშლია.

„უხვი ნალექის გამო მოხდა ქალაქის სანიაღვრე არხების გადატვირთვა, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური საავადმყოფოს 0 სართულზე [ტექნიკურ სივრცეში] სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობს,“ – აცხადებენ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში.

 

 

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: „უპატრონო ბათუმი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები