LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კოვიდინფიცირებული კლინიკის მესამე სართულიდან გადმოვარდა

149
baTumi

ცოტა ხნის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  73 წლის მამაკაცი Covid-დადებითი პაციენტია. ის მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა.

როგორც სამინისტრო განმარტავს, ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

“ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – აცხადებენ სამინისტროში.