LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილ ორ პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდათ: ვინ როგორ მკურნალობს აჭარაში

119
09b9492d825ed43befd0def1faeae2d3

კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ორივე მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

„ერთი 65 წლის პაციენტი, მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 22 სექტემბერს კლინიკაში მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 07:45 საათზე.

მეორე, 70 წლის პაციენტი, ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. კლინიკაში 21 სექტემბერს შეიყვანეს დიაგნოზით – კოვიდ 19, ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტს გადატანილი ჰქონდა ინსულტი.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 600-მდე პაციენტი ბინაზე მკურნალობს.

აჭარის 8 კოვიდკლინიკაში 492 პაციენტი მკურნალობს, აქედან 49 ბავშვია, 14 კი ფეხმძიმე.
ბათუმის კოვიდკარანტინში კი 998 პირი იმყოფება, რომლებსაც კორონავირუსი უსიმპტომოდ აღენიშნებათ, მათზე ექიმები მუდმივ მეთვალყურეობას აწარმოებენ.
კარანტინში 77 არასრულწლოვანია.

აჭარაში, ბოლო 24 საათში სულ 55 პირი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა, ხოლო კოვიდკარანტინიდან გაეწერა 38 პირი.
ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.

პოპულარულები